პოლონეთის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 19:31, 26 May, 2016     1247
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

“ძვირფასო პრეზიდენტო,

ნება მიბოძეთ, პოლონელი ერისა და პირადად ჩემი სახელით გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულწრფელი და მეგობრული მილოცვა საქართველოს დამუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით.

პოლონეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კონტაქტები და პარტნიორული ურთიერთობები არის არა მხოლოდ 25 წლიანი, აქტიური პარტნიორობის, არამედ ჩვენ ქვეყნებს შორის ასწლოვანი ისტორის შედეგია.

პოლონელები და ქართველები დიდი ხნის მანძილზე იბრძოდნენ საკუთარი დამოუკიდებლობისათვის. 1918 წელს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო და დამოუკიდებელი პოლონეთი ხელმეორედ დაიბადნენ, ჩვენმა მთავრობებმა დაამყარეს თანამშრომლობა.

პოლონეთი, რომელმაც შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა, არ ცნო საქართველოს 1921 წლის საბჭოთა ანექსია. მან ქართველი ოფიცრები მიიღო საკუთარ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და მათ გაუწიეს დიდი სამსახური და მსხვერპლი გაიღეს მეორე სამშობლოს დასაცავად.

მრავალი წლის შემდეგ, 1989 წლის მშვიდობიანი რევოლუციების შედეგად და ცვლილებები, რომელმაც მოიცვა მთელი აღმოსავლეთ ბლოკი, პოლონელებმა და ქართველებმა დაიწყეს საკუთარი დამოუკიდებელი სამშობლოს შენება ახლიდან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ დროს პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი და პოლონელები, ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ან რაიმე სახის სახელმწიფო საზღვრების ძალადობრივ დარღვევას.

პოლონეთის რესპუბლიკა ყოველთვის თანმიმდევრული იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისადმი. საქართველომ, როგორც ევროპის ცივილიზაციის ნაწილმა, უნდა დაიმკვიდროს შესაბამისი ადგილი ევროკავშირისა და ნატოს წევრებს შორის.

მტკიცედ მწამს, რომ 25 წლის იუბილეზე, თქვენი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში, და შესაბამისად უკეთ გაეცნობიან ჩემს სამშობლოს და დაამყარებენ მჭიდრო კავშირებს ჩემს თანამოქალაქეებთან.

პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს ყველა ახალ წამოწყებაში, საქართველოსა და ქართველი ერის კეთილდღეობისა და აღმავლობისთვის.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა“, -აღნიშნულია პოლონეთის პრეზიდენტის ანდრეი დუდას მისალოც წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42