ფრანსუა ოლანდი გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 19:24, 26 May, 2016     2108
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ბატონო პრეზიდენტო,მოხარული ვარ, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა თქვენ და ქართველ ხალხს და გისურვოთ ბედნიერება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

2014 წლის 13 მაისს, თბილისში ვიზიტისას თქვენ მიერ ჩემს პატივსაცემად გამართული მიღების შემდეგ, ჩემთვის სასაიმოვნო იყო თქვენი მიღება პარიზში, 21 აპრილს, საფრანგეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

თქვენს ვიზიტს, ლევილ-სურ-ორჟის მონახულებასთან ერთად, ისტორიული და მემკვიდრეობითი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც გვახსენებს იმ მოვლენებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული კავშირების დამყარებას.

მოხარული ვარ, რომ ამას ხაზი თქვენ თავად გაუსვით მიღების დროს, პარიზში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე იუბილე იზეიმეთ

საქართველოს ეროვნული დღესასწაული საშუალებას მაძლევს კვლავ დავადასტურო საფრანგეთის მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლით საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება წელს გამადმწყვეტ ეტაპზე გადავიდა.

მსურს, მივესალმო საქართველოს მიერ უკვე განხორციელებულ რეფორმებს და მისი გაგრძელებისკენ მოგიწოდოთ.

მეგობრული კავშირი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ღრმაა და ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე უსაფრთხოების, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს. სურვილს გამოვთქვამ, ამ ურთიერთობების გაღრმავებისათვის

ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ოფიციალურ წერილში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42