ქართულ დელეგაციას ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ბერძნულ მხარეს თავმჯდომარეობდა გეორგიოს აკრიოტისი. საბერძნეთის მხრიდან, შეხვედრას ასევე, ესწრებოდა საბერძნეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი გეორგიოს ვარემენოსი.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება მიმოიხილეს. მათ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებსა და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს. შეხვედრაზე ბერძნულმა მხარემ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, აქცენტით საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დამყარებაზე.
ორივე მხრიდან აღინიშნა, რომ ამჟამად, საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობები უაღრესად პოზიტიურად, დინამიურად და პროდუქტიულად ვითარდება.
მასალის გამოყენების პირობები






