გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
პოლიტიკა - 18:34, 26 May, 2016     1360
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, თბილისში, ვარდების მოედანზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს იმიტირებულ ქალაქში - „ეს ჩემი ქალაქია“ უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვარდების მოედანზე მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს პირადად ეწვია, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და უწყების სხვადასხვა დანაყოფის მიერ შექმნილი გასართობი ცენტრები და გამოფენა დაათვალიერა.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოში მაცხოვრებელს, ყველას – ქართველს, არაქართველს, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს არის დღე, რომელიც თავს უყრის ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპს. დღევანდელ დღეს ყოველთვის თან სდევს ორი ემოცია – ტკივილი და სიხარული. სიხარული – დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ტკივილი – იმ ადამიანების დაკარგვისა, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას.

ჩვენ ყოველთვის გამოწვევების წინაშე ვიდექით, მაგრამ არ შეგვიჩერებია გზა განვითარებისკენ. პირობას გაძლევთ, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უსაფრთხო და ერთიან საქართველოში. ეს პატარა ქალაქიც სწორედ ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი ბავშვებისთვის მოვაწყვეთ“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

იმიტირებულ ქალაქში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, ბავშვებსა და მოზრდილებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ:

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ჩაუტარეს. მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა „MIA Force“, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახესთან – ევროპის ჩემპიონ დათა ქაჯაიასთან ერთად, სპორტული ავტომობილები წარმოადგინეს.

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, უსაფრთხო ქალაქის „ქუჩა #125“-ში მდებარე დაცულ სახლში, ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო თავსატეხი, შეჯიბრი და კონკურსი შესთავაზა.

„112“-მა „კოსმიური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

უსაფრთხო ქალაქის ტერიტორიაზე, შსს-ს აკადემიის არქივის ღია კინოთეატრში ნაჩვენები იყო საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული 20-მდე ისტორიული მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კონკურსშიც და საცოცი კიბის გამოყენებით უმწეო ცხოველი გადაერჩინათ.

იმიტირებული ქალაქის საზღვრებს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები და სამომსახურეო ძაღლები იცავდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი ტერიტორიას აკონტროლებდნენ და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42