ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი, სოსო ვახტანგაშვილი და საფრანგეთიდან და პოლონეთიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს.
„მინდა სრულიად საქართველოს სწორედ ამ ადგილიდან მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი. აქ ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი ძალიან მაღალია, აქ ქართული სიმღერა სხვაგვარად ჟღერს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 26 მაისი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად აღგვენიშნა“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფელ მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო. 26 მაისის აღსანიშნავად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






