" საქმე N4612“ – ექსპოზიცია მერაბ კოსტავას მემორიალურ ბინა-მუზეუმში
პოლიტიკა - 18:03, 26 May, 2016     1711
მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ექსპოზიცია „ საქმე N4612“ გაიხსნა.

მუზეუმში წარმოდგენილია ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „გორგასლიანის“ ჩამოყალიბებისა და საქმიანობის ისტორია. ექსპოზიცია მოიცავს ფოტო და დოკუმენტურ მასალას, რომელიც 1956 წლის მოვლენებს ასახავს და საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ დოკუმენტებს ეყრდნობა.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან, მოადგილეებთან, რაიონების გამგებლებთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

,,მერაბ კოსტავა იყო ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი საქმე გააკეთა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცისთვის მის თანამებრძოლებთან და თანაგუნდელებთან ერთად. ჩვენ მოვედით, რათა სიმბოლურად, დღევანდელ დღეს, პირველ რიგში მის ხსოვნას მივაგოთ პატივი; მეორეს მხრივ, მივულოცოთ ჩვენს თანამოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ის, რისთვისაც ბრძოლას შეეწირა მისი სიცოცხლე. მუზეუმი წელს განახლდა. აქ განსხვავებულია გარემო, ის გამოფენა, რაც მუზეუმში წინა წლებისგან გაკეთდა. მუზეუმის ადმინისტრაციამ იმუშავა და ძალიან მნიშვნელოვანი, დღემდე უცნობი მასალა იქნა ამოღებული. საზოგადოებას შეუძლია ნახოს და გაეცნოს იმ დეტალებს, რაც დაკავშირებულია მერაბ კოსტავასთან და მის საქმიანობასთან’’, - განაცხადა თბილისის მერმა.

„გორგასლიანი“ 1956 წელს დაარსდა. წლის მიწურულს, თბილისის ქუჩებში ორგანიზაციის წევრებმა კონსპირაციულად დამზადებული პროკლამაციების გავრცელება დაიწყეს. ისინი გმობდნენ 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, საბჭოთა კავშირის მიერ სხვა ერებისათვის თავსმოხვეულ, ძალადობრივ პოლიტიკას, ასევე უნგრეთში წითელი ჯარის ინტერვენციასა და იქ სახალხო, ანტისაბჭოთა გამოსვლების დარბევას.

ახალი ექსპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა. გარდა ამისა, 26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირისა და „გორგასლიანის“ ერთ–ერთი წევრის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42