კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები დააჯილდოვა
პოლიტიკა - 17:32, 26 May, 2016     1258
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა.

მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის თანამშრომელთა დასაჯილდოვებლად სპეციალურად ოთხი ხარისხის სამკერდე ნიშანი შემუშავდა. დღეს კი, პენიტენციური დეპარტამენტის 16 თანამშრომელი მეორე ხარისხის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა, ხოლო სამინისტროს 13 თანამშრომელს მადლობა გამოეცხადა.

„უწყებას ბევრი ღირსეული თანამშრომელი ჰყავს. დღეს დაჯილდოვებული ადამიანების ცხოვრების თითოეული საათი, მიუხედავად უმძიმესი სამუშაოსა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდაა მიმართული. სწორედ მათი შრომის შედეგად მივაღწიეთ სიმშვიდეს. პირველ ეტაპზე, ყველაზე მობილური ჯგუფი დავაჯილდოვეთ. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეს არცერთი თანამშრომლის ღვაწლი. ჩემი აზრით, მსგავსი სახის ჯილდო ფულად წახალისებაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ სიცოცხლის ბოლომდე დარჩებათ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა დაფასდეს იმ პირთა მუშაობა, რომლებსაც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით სისტემისა და ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უწყების თანამშრომლებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

დაჯილდოვებულმა თანამშრომლებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ჯილდო ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თითოეული მათგანი სრულად აცნობიერებს და იზიარებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42