როგორც დე ფაქტო პროკურატურის წამორმადგენლებმა „ეხო კავკაზა“-ს განუცხადეს დანაშაული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა და გამოძიების მასალები და ნივთმტკიცებებიც ქართულ მხარეს აქვს:
„დანაშაული მოხდა საზღვრის ქართულ მხარეს - მათ აქვთ ვიდეოჩანაწერი, ტყვიები, ცხედარი და ა.შ. აფხაზეთის მხარეს არანაირი ნივთიერი მტკიცებულება არ აქვს“ . ამსათანავე დე ფაქტო საგამოძიებო უწყების განცხადებით გამოკითხული მოწმეები აცხადებენ, რომ ინციდენტი გიგა ოთხოზორიას მიერ იყო პროვოცირებული და სწორედ მან წამოიწყო ჩხუბი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს ქართულ მხარეს მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით მიმართოს. ამ მოთხოვნის დაყენებას გალში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრაზე აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






