რამდენიმე წუთის წინ გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების მოლოდინებითა და სურვილებით სავსე კაფსულა ჩადო, რომელსაც 25 წლის შემდეგ გახსნიან.
„იყო მარცხიც, იყო სამოქალაქო ომიც, იყო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ღირსეულად გაიარა ეს 25 წელი. ჩვენ ავაშენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვაქვს დღეს მკაფიო მიზნები, რომლის გარშემოც მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, უნდა გავერთიანდეთ, განვიმსჭვალოთ მთლიანად მთელი ერი სიყვარულით და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ერთადერთი რაც გადაგვარჩენს, იქნება ერთიანობა. სწორედ ეს არის დღეს მნიშვნელოვანი, რომ გავერთიანდეთ მკაფიო, დადებითი მომავლის მიზნების გარშემო,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






