საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი ჩინეთშიც აღნიშნეს
პოლიტიკა - 14:34, 26 May, 2016     1227

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაურმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციან ხუნგშანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას.

საქართველოს ელჩმა დავით აფციაურმა ისაუბრა, დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან საქართველოს განვითარების ძირითად მიღწევებზე, ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის განვითარების კუთხით მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდენის 25 წლისთავთან დაკავშირებით „აბრეშუმის გზის კომერციული პალატის“ გენერალურმა მდივანმა ელჩს ცნობილი ჩინელი მოქანდაკის,“ იუნესკოს მშვიდობისათვის მხატვრის“ სკულპტურა გადასცა.

მიღების ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ასევე გაიმართა ფოტო -გამოფენა.

ღონისძიებას დაესწრნენ ჩინეთის სახელმწიფო სტრუქტურების, ჩინეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, რეგიონების, სამეცნიერო და ბიზნესის სფეროსა და მასმედიისწარმომადგენლები, ჩინეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები და ქართველი სტუდენტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42