რესპუბლიკური პარტია საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 14:19, 26 May, 2016     1187
"რესპუბლიკური პარტია" საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, როგორც პარტიის მიმართვაშია ნათქვამი საქართველოს 25 წლიანი სახელმწიფოებრიობა არაა მდგომარეობა, რომელზეც ქვეყანა უნდა შეჩერდეს, არამედ საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნები უნდა იყვნენ სახელმწიფოს შენარჩუნების, განმტკიცების და განვითარებისთვის ბრძოლაში:

"საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა უკომპრომისო იყო და ქვეყანას დიდი ფასი დაუჯდა. 1989 წლის 9 აპრილი, სამოქალაქო და ეთნო-პოლიტიკური ომები, 2008 წლის რუსული აგრესია და ტერიტორიების ანექსია იმის საზღაური იყო, რაც ჩვენმა საზოგადოებამ თავისუფლებისა და დემოკრატიული, დასავლური სამყაროსკენ მისწრაფებისთვის გაიღო.

2016 წლის 26 მაისს საქართველო თავისი დამოუკიდებლობის მეოთხედ საუკუნეს ზეიმობს და განვლილი გზის გააზრებისას დღესაც გვიწევს ვიფიქროთ იმაზე, კიდევ ხომ არ მოგვიწევს მსხვერპლის გაღება. ჩვენდა საუბედუროდ, დღეს ზუგდიდში ვემშვიდობებით საქართველოს მოქალაქეს, მხეცურად მოკლულ გიგა ოთხოზორიას, რომლის უდროოდ დასრულებული სიცოცხლეც გვახსენებს, რამდენად მყიფეა ჩვენი მონაპოვარი. ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც სხვა თანამოქალაქეების მხრიდან ჩაგვრის და თავდასხმის სამიზნეები არიან, ცოცხალი მოწმენი არიან ჩვენი სახელმწიფოებრიობის სისუსტისა. ათასობით მიუსაფარი და ეკონომიკურად წელში გატეხილი ჩვენი მოქალაქე მიგვითითებს, თუ რამდენად შორს ვართ თავისუფლების იმ პირობებისგან, რომელშიც ერთი ადამიანი მეორეს ხელს არ უშლის და რისი გარანტიც სახელმწიფო უნდა იყოს. ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი, საქართველოს 25 წლიანი სახელმწიფოებრიობა არაა მდგომარეობა, რომელზეც უნდა შევჩერდეთ.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნები უნდა ვიყოთ სახელმწიფოს შენარჩუნების, განმტკიცების და განვითარებისთვის. დღეს, 2016 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობასთან ერთად ვზეიმობთ ჩვენს მიღწევებს, ნატოს მიერ ჩვენი ჯარის მიღწევების აღიარებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, თუმცა დამოუკიდებლობის დღის ჩვენი შემდგომი ზეიმები უფრო მეტი სიკეთის აღნიშვნით უნდა გავაჯეროთ. მოქალაქეების უსაფრთხოების და დაცულობის, სამართლიანობის განცდის, კეთილდღეობის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების მრავალფეროვნების, სამოქალაქო მონაწილეობის და ჩართულობის ზრდა უნდა იყოს ის მიღწევები, რაზეც შემდგომ წლებში, შემდგომი 26 მაისის დღესასწაულებზე ვისაუბრებთ."- აღნიშნულია პარტიის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42