ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს, ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას - თინა ხიდაშელი
პოლიტიკა - 14:26, 26 May, 2016     2254

საქართველოს დამოუკიდებლობლობის დღიდან 25 წელი გავიდა. დღეს თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარაღებულ ჯარებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა:

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო, გენერლებო, ოფიცრებო, კაპრალებო, სერჟანტებო, რიგითებო, საქართველოს მეგობრებო და პარტნიორებო, ვინც დღეს ჩვენთან ერთად იყოფებით, ბატონებო და ქალბატონებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

98 წლის წინ ამ ადგილთან ძალიან ახლოს, აქვე, რუსთაველის გამზირზე საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელმაც ბევრი თაობის ქართული ოცნება რეალობად აქცია და ოკუპაციის პირობებშიც კი ჩვენს ორიენტირად იქცა. მაშინ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ ერთხმად გამოაცხადა, რომ აქ, ამ მიწაზე დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა, რესპუბლიკა, რომელიც დაეფუძებოდა ადამიანის უფლებებს, ადამიანის თავისუფლებას, ყველას თანასწორობას, რესპუბლიკა, რომელიც იზრუნებდა მისი მოქალაქეების უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის. დღეს განსაკუთრებით მინდა მივესალმო ამ დიდებული დღის შემოქმედთა შთამომავლებს, რომლებიც აქ, ჩვენთან ერთად იმყოფებიან, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ჩხენკელის, ბერიშვილის და სხვათა შთამომავლები, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

25 წლის წინ აქვე, პარლამენტის შენობის დარბაზში მორიგ ჯერზე დაგვჭირდა ქართული რესპუბლიკის გამოცხადება, რაც ადასტურებს, რომ ეს გზა არ ყოფილა ადვილი. ეს იყო ბრძოლის, ომის, თავგანწირვის, თავისუფალი საქართველოს იდეას შეწირული ბევრი თაობების მიერ გავლილი მძიმე გზა. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა, ასე მიმართა 98 წლის წინ ქართველმა გენერალმა საქართველოს და მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები მთელი საქართველოს ისტორიაა. დიახ, კლავდნენ და არ კვდებოდა, კლავდნენ და მაინც დგებოდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა.

ბატონებო, ეს დღე, 26 მაისი ჩვენია და დღევანდელი დღესასწაული უპირველესად იმ ქალების და კეცების, იმ ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაშ, სიცოცხლის ბოლომდე მოვუყვებით ჩვენს შვილებს.

ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს, ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაცია სანამ ამის საჭიროება იქნება. არას პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ერთგულებას, ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროება იქნება ჩვენი არჩევანის მიმართ, ვიბრძოლოთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი, ევროპული საქართველოსთვის.

ეს დღე ჩვენია და ყოველი დღე ისტორიულია, რომელიც პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქ, თავისუფლების მოედანზე შედგება და დღეს პირველად, აქ, თავისუფლების მოედანზე დგას ნატო-ს ქართული ასეული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენ, ჩვენს ბუნებრივ, ისტორიულ ოჯახში დაგვაბრუნებს, ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, ეს დღე ჩვენია, ეს იმას ნიშნავს, რომ გზავნილს ვაწვდით ყველას, ქართველებს, აფხაზებს, როსებს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ეროვნებისა და რელიგიის მოქალაქეებს, წარმომადგენლებს, ყველასია ეს დღე.

დღეს ჩვენთან ერთად მინდა, რომ განსაკუთრებით მივესალმო ამერიკელ, დიდ ბრიტანელ, პოლონელ, ლატვიელ სამხედრო მოსამსახურეებს, მათი აქ დგომა ადასტურებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ.

ყოველი ჩვენგანის უწმინდესი მოვალეობაა ვემსახუროთ საქართველოს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42