ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 14:09, 26 May, 2016     1305

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"98 წლის წინ დღევანდელ დღეს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ - რუსეთის 117 წლიანი ბატონობის შემდეგ - საქართველო თანამედროვე დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. 1918 წლის 26 საქართველოს ევროპული ცივილიზაციისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. თავისუფლების მოკლე პერიოდში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეეძლო შეექმნა მომუშავე დემოკრატიული ინსტიტუტები - პირდაპირი გზით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი, ნაფიც მსაჯულთა სასმართლო, შეიარაღებული ძალები, ცენტრალური ბანკი, ევროპული ტიპის, სახელმწიფოსადმი სრულიად ლოიალური პარტიები და ა.შ. საქართველომ ასევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და იქცა საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად. წარმატების გზაზე მდგარ საქართველოს დამოუკიდებლობა საბჭოთა რუსეთის 1921 წლის მუხანათურმა თავდასხმამ და ოკუპაციამ შეწყვიტა.

დღევანდელ დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველა იმ მამულიშვილს - ოფიცერს, ჯარისკაცს, პოლიტიკოსს თუ უბრალოდ მოქალაქეს რომელთაც სიცოცხლე საქართველოს თავისუფლების იდეას შესწირეს როგორც საბჭოთა ოკუპაციის ასევე 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ჩვენი თაობის ვალია იმ იდეებს, რომლებსაც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი ეფუძნება, ხორცი სრულფასოვნად შევასხათ. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ქართველი ხალხის უდიდესი მონაპოვარია რომლის შენარჩუნება და განმტკიცება მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცითაა შესაძლებელი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! "- ნათქვამია ენმ-ს მიმართვაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42