„მე გენერალი ჯონ ნიკოლსონი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიისა და აშშ-ს სამხედრო ძალების ხელმძღვანელი, კოალიციური ძალების სახელით ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც მსოფლიოს სტრატეგიული რეგიონი. მოგესალმებით და გილოცავთ ამ დღეს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველო იყო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში. ის ემსახურება ჩვენს საერთო მიზანს, უზრუნველყოს საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ, ამერიკელები ვამაყობთ ქართველებთან მეგობრობით. ჩემთვის როგორც ამერიკელი გენერლისთვის დიდი პატივია ვმეთაურობდე ქართველ ჯარისკაცებს. ავღანეთში მისიის დაწყების პირველივე დღიდან, ქართველები მისიას ყველაზე უფრო ცხელ წერტილებში ასრულებდნენ. ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ საქართველო კოალიციურ ძალებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი სამხედროები მაღალი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ასრულებდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო და თანადგომა გამოვხატო 31 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ასევე მისიებში დაშავებული სამხედროების მიმართ. ქართველების თავდადება, დისციპლინა და პროფესიონალიზმი საყოველთაოდ არის აღიარებული. ჩვენ ვამაყობთ ქართველებთან ერთად მსახურობით. ნატოს , შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებთ ინტენსიური პარტნიორობა , რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ნატოს პროგრამებში, განსაკუთრებით პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში. კიდევ ერთხელ შეერთებული შტატებისა და ნატოს სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“- განაცხადა ჯონ ნიკოლსონმა.
მასალის გამოყენების პირობები






