გალში IPRM შეხვედრა გაიმართება - მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება
პოლიტიკა - 12:00, 26 May, 2016     1512
ხვალ 27 მაისს გალში დაგეგმილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად იმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი იქნება. ქართული მხარის განცხადებით აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით მძიმე მდგომარეობაა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობა აუცილებელია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით. შეხვედრა სასწრაფოდ ქართული მხარის მოთხოვნით ჩაინიშნა:

„ასეთი შეხვედრა არ გვქონია ფაქტობრივად ბოლო 4 წლის განმავლობაში. ახლა ეს შეხვედრა ჩაინიშნა სასწრაფოდ ქართული მხარის მოთხოვნით რა თქმა უნდა მთავარი საკითხი იქნება ის ტრაგედია, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და ქართული მხარე დააყენებს ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება ამოცანას, რომ უმკაცრესად იყვნენ დასჯილი და პასუხი აგონ დამნაშავეებმა“- განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძის თქმით IPRM-ის მნიშვნელობა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა ხურჩაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტით:

„ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი იყო რომ ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ამოქმედებულიყო, რომლის მნიშვნელობაც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ტრაგიკული ფაქტით. რა თქმა უნდა ეს საკითხი იქნება განხილვის მთავარი თემა“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42