მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება
პოლიტიკა - 10:17, 26 May, 2016     17120
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მსოფლის სხვადსახვა ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიმართება საზეიმო ღონისძიებები - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება, ქართველ მუსიკოსთა კონცერტები, ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, ქართული კულტურისა და ისტორიის, საქართველოს ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო გამოფენები.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეწყობით ცალკეული ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდება და ეროვნული სიმბოლიკებით მოირთვება ქალაქის ღირშესანიშნაობები.
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული დროშის ფერებში განათდება: ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა, უნგრეთის „ერჟებიტის“ ხიდი, სლოვაკეთის ქ. კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა, ლიუბლიანის ციხესიმაგრე, საუდის არაბეთში რიადის ყველაზე მაღალი შენობა „Kingdom Tower“, ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო. ქ.სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებით განათდება ბოსფორის ხიდი. კვიპროსსა და ინდონეზიაში განათდება დედაქალაქის ტურისტული ცენტრები. ლიტვაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდება კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ასევე საქართველოს გიგანტური დროშა გამოიფინება ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე და ასევე ჰაერში გაუშვებენ საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატულ ფრანებს.​ საბერძნეთში გაუშვებენ საქართველოს დროშის ფერებით მოხატულ საჰაერო ბურთებს. კანადაში მერიის წინ აღიმართება საქართველოს დროშა. ყაზახეთში დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე გამოსახული იქნება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები. დუბლინის ცენტრში 25-დან 30 მაისის ჩათვლით გამოიფინება საქართველოს დროშები. ბელგიაში, დედაქალაქის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ შეიმოსება ქართულ ეროვნულ სამოსში. მოლდოვაში, იგეგმება ქალაქის ცენტრში მდებარე ტრიუმფალური თაღის განათება. ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკვე აღიმართა საქართველოს დროშა. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ გვერდზე "Facebook"- ში განთავსებულია სპეციალური კალენდარი - "დამოუკიდებლობის დღე", სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია იხილოს ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების შესახებ. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42