რუსული აგრესია და საქართველოს სტრატეგიული მოთმინება - პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
პოლიტიკა - 22:16, 25 May, 2016     1788
საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად მიიღო.

დისკუსიის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოს დასავლური კურსის მიუხედავად, რეგიონში მომძლავრებული პრორუსული განწყობების ფონზე, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის დასავლური განწყობების ერთიანობის შენარჩუნებას.

დისკუსიაზე ასევე დაინტერესდნენ, რა პოლიტიკას აწარმოებს საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არავინ ფიქრობდა, რომ საქართველოს სტრატეგიული მოთმინება იქნებოდა მარტივი. ჩვენ მივყვებით ამ პოლიტიკას რამდენიმე მიზეზის გამო:

„პირველი - გვჯერა, რომ საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა ერთადერთი არჩევანია.

მეორე - გვჯერა, რომ ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფების გაძლიერება შექმნის მომავალში დარწმუნების მექანიზმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

და მესამე - ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ მეტი შესაძლებლობა შერიგებისთვის, კავშირების აღსადგენად, ამიტომ ავლებენ მავთულხლართებს, საზოგადოების შერიგების შესაძლებლობების შემცირებისათვის.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს შექმნას უკეთესი პერსპექტივა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის. შესთავაზოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდეს შეთანხმება ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

„ძალიან რთულია, აუხსნა შენს მოსახლეობას, რომ ისინი ისჯებიან სამხედროების მიერ კამერების წინ. რთულია, გაუმკლავდე ამ პრობლემას.

მოვლენები, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხდება, გვიქმნის წარმოდგენას, რა ხდება საოკუპაციო ხაზს მიღმა.

ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი გადაწყვეტილების არაღიარების პოლიტიკის მიმართ, რაც კითხვის ქვეშ არ დგას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ლტოლვილების მშვიდობიანად დაბრუნების საკითხზე საქართველოს კონსენსუსი მიღწეული აქვს საერთაშორისო დონეზე.

„საბოლოოდ საქართველო იქნება სუვერენული და მისი საზღვრები იქნება დაურღვეველი. რა თქმა უნდა ამას დაჭირდება დრო და მოთმინება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42