„რამდენიმე დღის წინ ახალგახრდა მამაკაცის საზარელი მკვლელობა იყო აღმაშფოთებელი სისასტიკე, რა თქმა უნდა რუსეთს ოკუპირებული აქვს ეს ტერიტორიები და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მივიპყარით და გაკეთდა მთელი რიგი განცხადებები. დღეს შევხვდი მსხვერპლის ოჯახს. ისინი არიან მსხვერპლნი რუსეთის მიერ შექმნილი სიტუაციის. ჩვენ ველოდებით რეაგირებას უპირველესად რუსეთისგან და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებისგან, სამწუხაროდ მათი მხრიდან მკაფიო პასუხი არ მოგვისმენია . ეს მკვლელობა მიზნად ისახავს, რომ ძირი გამოუთხაროს იმ ნდობის შენების პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებთან მიმართებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სკოლებში იკრძალება ქართული ენა. ხდება ე.წ. საზღვრების გადმოწევა. ჩვენ არ შეგვიძლია ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ, თუ მარტოები ვიქნები. ჩვენ გვაქვს ძალიან ლოიალური პრინციპები. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ პროვოკაციები, უნდა ვიყოთ მტკიცეები და ადეკვატურად უნდა გავუმკლავდეთ საფრთხეებს და ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






