საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 21:30, 25 May, 2016     1696
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, პარლამენტის მიერ კანონის მიღების პროცესი ბევრ კითხვას ბადებს, რადგან პროცესი წარიმართა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გარეშე.

პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მან მიმართა ვენეციის კომისიას კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე, რამდენიმე კონსულტაცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებით დაინტერესდა - რამდენად შეესაბამება კანონპროექტი ევროპულ სტანდარტებს. გიორგი პაპუაშვილი მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას კანონპროექტის შესახებ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კარგი იქნებოდა, რომ კანონის მიღებამდე კონსულტაციები პარლამენტის მხრიდან გამართულიყო.

გიორგი პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ინიციატივის გამოჩენისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები და ინსტიტუტები გულისყურით მოეკიდებიან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42