„ყველამ წაიკითხეთ!!! იყავით ფრთხილად და კარგად შეამოწმეთ ხოლმე ვის ეხმარებით"- აკა სინჯიკაშვილი
სოც.მედია - 19:25, 25 May, 2016     25344
სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ არა მხოლოდ მისი მხიარული ფეისბუკპოსტებით არამედ იმითაც გაიცნო, რომ მშიერი ხალხი დასახმარებლად ღამით ,,ტაქსაობს'', დილით მოგროვილი ფულით გაჭირვებული ადამიანებისთვის ტანსაცმელს და საკვებს ყიდულობს ფეისბუკზე საყურადღებო სტატუსს აქვეყნებს. სინჯიკაშვილის თქმით არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ვითომ საქველმოქმედო მიზნებით ტანსაცმელს, საკვებს და ფულს აგროვებენ და ამით პირად სარგებელს ნახულობენ:

„ყველამ წაიკითხეთ!!! ეხლა მოგიყვებით ეს ორი დღე რას ვარკვევდი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯგუფად მუშაობენ და ფულსაც ბევრს შოულობენ. მაგალითად, ჯერ გაკვირდებიან აქტიურობ თუ არა საქველმოქმედო ფეიჯებზე. მერე ერთი გწერს, რომ მეზობელი ან ახლობელი ქალია და დახმარება სჭირდება. დათანხმდები დახმარებაზე და მართლა გეუბნება რაღაცა მისამართს. მიდიხარ, მიგაქვს საჭმელი და ტანსაცმელი. მშრალი პროდუქტები იმდენი უგროვდებათ, ვაგზალზე აბარებენ. ტანსაცმელი კი თურმე უკვე ძალიან ბევრი იყიდება მეორად მაღაზიებში. ბევრჯერ გამოაგზავნინეს ფული სხვა ქვეყნებიდანაც, რომელიც მერე თურმე ერთად იყოფა ხოლმე.

მეორე ამბავია ფოტოებიანი ყუთებით რომ დადიან ვითომ ვიღაცის გადასარჩენად,80% შემთხვევაში არცერთი კაპიკი არ მიდის ფოტოზე გამოსახულ ადამიანთან, გუგლის პასუხით, ერთი საერთოდ მექსიკელი აღმოჩნდა, რომელმაც არ იცის რომ საქართველოში ფულს უგროვებენ . ეხლა გასაგებია ვინც მლანძღავს ხოლმე და რატომ მწარდებიან.

ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და სხვები ფულს შოულობენ ამით. ამას კანონი ვერ ერევა და თაღლითობაც არ გამოდის, უბრალოდ იყავით ფრთხილად და კარგად შეამოწმეთ ხოლმე ვის ეხმარებით“- წერს აკა სინჯიკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42