ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია მოისმინა
პოლიტიკა - 18:49, 25 May, 2016     2067

დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და ვენეციის კომისიის მომხესენებლს შორის ვიდეო კონფერენცია გაიმართა. თეა წულუკიანმა და ჰერი გშთოლმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები განიხილეს.

„მუხლობრივი განხილვისას ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს, როგორც პარლამენტის წინაშე მთავრობის წარმომადგენლის, არგუმენტებსა და პოზიციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმაში, როგორც წინასწარ უკვე ჩანს, ვენეციის კომისია მოიწონებს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მანდატი უნდა იყოს 10 წელი და არც ერთი დღე მეტი, როგორც ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ვენეციის კომისია, როგორც ჩანს, მოიწონებს იმასაც, რომ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყვნენ ჩართული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დანიშვნაში. შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჩვენ პირველად გვეყოლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კვორუმის თემას რაც შეეხება, ჩვენ მათ ჩვენი არგუმენტები გავუზიარეთ და ავუხსენით, რომ ბუნებრივია, კანონი, რომელსაც 76 ხმით იღებს პარლამენტი 3 ან 4 ადამიანის შესაჩერებელი ან გასაუქმებელი არ უნდა იყოს. 2/3 ხმების უმრავლესობა არაერთ ევროპულ საკონსტიტუციო სასამართლოში მოქმედებს და ჩვენ ამ საკითხზე კვლევაც ჩავატარეთ, რასაც ვენეციის კომისიას ელექტრონულად გადავუგზავნით.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ვენეციის კომისია სრულად იზიარებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეები ელექტრონულად განაწილდება, გაუმჯობესდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისა და ხელმოწერის წესები და სხვ.

„საუბრისას მომხსენებელმა დამიდასტურა, რომ ქ-ნი ეკა ბესელიასა და ბ-ნი გიორგი აბაშიშვილის მიერ, 2016 წლის 20 მაისს გადაგზავნილი კანონპროექტების შესახებ ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა 27 მაისს გამოქვეყნდება, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 10 დღიან ვადაში მოითხოვა დასკვნის შედგენა. თუმცა, როგორც ვენეციის კომისიასთან დღეს შეთანხმდა, საქართველოს მთავრობა 27 მაისს გამოქვეყნებული დასკვნის არსებითად განხილვაში ან/და გადასინჯვაში მის საბოლოოდ დამტკიცებამდე, 10-11 ივნისს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომისას კვლავ ჩაერთვება, თუკი ჩათვლის, რომ გამოქვეყნებული პირველადი დასკვნა შინაარსობრივ ცდომილებებს შეიცავს.“ - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42