იმედს ვიტოვებ, ნაცმოძრაობა შეინარჩუნებს ბოიკოტს, მაგრამ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას - კაციტაძე გერმანულ მოდელზე
პოლიტიკა - 18:39, 25 May, 2016     2497
“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე იმედს იტოვებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად მის მიერ გამოცხადებული ბოიკოტისა ე.წ გერმანულ მოდელს მხარს დაუჭერს.

როგორც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა „ნიუპოსტთან“ განმარტა, რომ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი კენჭისყრაში ერთჯერად მონაწილეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს.

„თუ ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა გერმანული მოდელი ჩავარდეს და ამით „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი, მას შეუძლია ბოიკოტის რეჟიმი გააგრძელოს რიგი საკითხთა განხილვის პროცესში, მაგრამ კონკრეტულ კენჭისყრებში მან სრული მობილიზაციით მიიღოს მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყოფს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. თუ ეს მათ არ გააკეთეს, მაშინ არა თუ ქართული ოცნების თამაშს თამაშობენ, მე აქ გარიგებას დავინახავდი, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ორპოლუსიანი პოლიტიკა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნით და ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნებით. ამის შემდეგ ძარღვებდაბერილი შეძახილები და ჩხუბები პარლამენტში თუ მის გარეთ, მათ შორის კორცხელის ინცინდენტი ყველაფერი ერთად მოიაზრება, როგორც ამ ორი პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სპექტაკლი"- აღნიშნა კაციტაძემ.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული, რომ ისინი მხარს უჭერდნენ, "გერმანულ მოდელს".

"მაშინ როცა პარლამენტში პროცედურები დაიწყო და ასეთ დროს პროცესიდან გასვლა სხვა არაფერია თუ არა შეთანხმებული მოქმედება საარჩევნო სისტემის არშეცვლისთვის. მე იმედს ვიტოვებ, რომ ნაციონალური მოძრაობა შეინარჩუნებს ბოიკოტს, მაგრამ კონკრეტულ კენჭისყრაში სრული მობილიზაციით მიიღებს მონაწილეობას მოქმედი საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“- თქვა კაციტაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42