,,კორცხელის არჩევნებმა, დაგვანახა, რომ არანაირ საარჩევნო სისტემის ცვლილებას აზრი არ აქვს“ - გოგორიშვილი
პოლიტიკა - 17:19, 25 May, 2016     1921

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას დავით ბერძენიშვილმა „ქართული ოცნების“ თამაში უწოდა. ბერძენიშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ გერმანულ მოდელზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მათ მიერ პარლამენტშია ინიცირებული და რომლის მხარდასაჭერადაც, რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ნაცინალური მოძრაობის ხმები გადამწყვეტია.

„ნიუპოსტი“ დაინტერესდა რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი მომხრე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თავადაც გახლდათ. პარტიამ უკვე გააკეთა განცხადება და ხელისუფლებას კორხელის ინციდენტში მონაწილე პირების დასჯა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას.

ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ კორცხელის არჩევნებმა აჩვენა, რომ სულ ერთია რა სისტემა იქნება თუ ხელისუფლების დამოკიდებულება იქნება ისეთი, როგორიც ეს იყო შუალედური არჩევნების დროს.

„რესპუბლიკელების მხრიდან „ქართული ოცნების“ თამაშზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ უხერხულია, იმიტომ რომ დღემდე უმრავლესობაში რჩებიან, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ასე რომ ვინ-ვინ და რესპუბლიკელები ამაზე ხმას ნუ ამოიღებენ. რაც შეეხება ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენს დამოკიდებულებას, ნებისმიერ სისტემას, რომელიც აღნიშნულის გაუქმებას გულისხმობს მხარს დავუჭერთ და ჩვენ ვიქნებით იმ კონსენსუსის აუცილებელი მონაწილეები, რომელიც ექნებათ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ კორცხელის არჩევნებმა, ამ მოვლენებმა რომელიც განვითარდა, დაგვანახა ერთი რამ რომ, არანაირ საარჩევნო სისტემას აზრი არ აქვს. სულ ერთია რა სისტემა იქნება თუ ხელისუფლების დამოკიდებულება იქნება ისეთი, როგორიც ეს იყო შუალედური არჩევნების დროს. ასე რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას მაშინ ექნება აზრი, როცა ხელისუფლებას აქვს ნება ჩატარდეს ღია და გამჭვირვალე არჩევნები. მაშინ როდესაც უმრავლესობის არც ერთ წევრს ერთი სიტყვითაც არ დაუგმია, ის საზიზღრობა და ის საშინელი დანაშაული რაც კორცხელში მოხდა რაზეა საერთოდ საუბარი“- განუცხადა „ნიუპოსტს“ დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისი თქმით, თუ კორცხელის ინცინდენტში მონაწილე პირები არ დაისაჯნენ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას აზრი ეკარგება.

„ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, სანამ არ დააკავებენ და არ დასჯიან ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს. რაც უფრო მალე გააკეთებენ ამას მით უფრო სწრაფად შეიძლება სხვა პირობებზე საუბარი. ახლა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე და ნებისმიერ კანონპროექტზე საუბარი ეს არის შეუქმნა ანტურაჟი დღევანდელ ხელისუფლებას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“- განმარტა „ნიუპოსტთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

დეპუტატმა „ნიუპოსტთან“ ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართლაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვხედავთ როგორი ოპერატიულები იყვნენ ისინი, როცა დეპუტატ ლორთქიფანიძის პიჯაკი შეილახა. ისინი ოპერატიულები არიან როცა მოსახლეობა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის მიტაცებას აპროტესტებს. ისინი აკავებენ ამ ადამიანებს, სხვადასხვა სისხლის თუ ადმინისტრაციული მუხლების საფუძველზე. რაც შეეხება კორცხელში განვითარებულ მოვლენებს, ოთხი დღეა გასული ამ დანაშაულიდან და ხელისუფლება დაკავებულია დამნაშავეთა გამართლებით. უმჯობესია დათო ბერძენიშვილმა პასუხი გასცეს იმ დეპუტატებს, რომლებიც დამნაშავეებს ვაჟკაცებად მოიხსენიებენ. ან იჯდეს მათ გვერდით და როგორც ამ ოთხი წლის განმავლობაში ხმას აძლევდა მოსმენების კანონს, სასმართლოს წინააღმდეგ მიმართულ ახალ პროცედურებს და სხვა. ამის შემდეგ თამაშზე საუბარს თავი დაანებონ და გაიხსენონ, რომ ნაწილობრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. პასუხიომფებლობა იმაზე რაც ხდება ეკისრებათ მათაც, ამ პარტიის ლიდერები დღემდე მთავრობაში რჩებიან“- აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42