,,მაპატიე გიგა, რომ ვერ დაგიცავი.....“ - რომან შამათავა ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ციხიდან ეხმაურება
პოლიტიკა - 16:23, 25 May, 2016     12887
პოლკოვნიკი რომან შამათავა ხურჩაში მომხდარ მკვლელობას სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებიდან განცხადებით ეხმაურება. განცხადება Frontnews-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს.

"პატიების თხოვნით მივმართავ და დიდი ტკივილით ვუსამძიმრებ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრაგიგულად, მტრის მიერ მუხანათურად მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს. უდიდესი ტკივილი და განცდაა სრულიად საქართველოსათვის, ქართველი ერი, მისი მებრძოლი ბუნებიდან გამომდინარე, როგორც სამშობლოს სიყვარულით განსაკუთრებულად გამორჩეული, საკუთარ მიწა-წყალზე, საოკუპაციო ზოლს გადმოღმა, იქ სადაც ქართული იურისდიქციის კონტროლქვეშაა ტერიტორია, კარგავდეს ისეთ ვაჟკაცებს, როგორიც იყო გიგა.

მიმძიმს ასეთი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდზე წარსულში საუბარი, მიმძიმს ოჯახისათვის ასე „უსუსურად“ მისამძიმრება, მაგრამ სწორედ ხურჩის 2008 წლის 21 მაისის ინციდენტის დროს ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატებული განხორციელებისათვის, როდესაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, ქართველი მეომრები საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვიცავდით მოსახლეობას, გამასამართლეს და იძულებული ვარ გისოსებს მიღმა საქართველოდან მივუსამძიმრო გიგას ოჯახსა და სრულიად საქართველოს.

მაპატიე გიგა, რომ ვერ დაგიცავი..... დალოცე შენი ერი ზეციური საქართველოდან.... მე გამასამართლეს სწორედ იმისათვის, რომ „დავხარჯე საწვავი და სხვა რესურსი“, როდესაც სამართალდამცველები გავიყვანე ქვეყნისა და მოსახლეობის დასაცავად... ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალი, რაც მოსახლეობაზე ზემოქმედების მიზნით „შეიკერა“, ადრე თუ გვიან მიიღებს რეალურ სახეს.... მადლობა უფალს, არასოდეს გამისვრია სისხლით ხელები და მხოლოდ საქართველოს სამსახურში მყოფი, სიკვდილს ვუმზერდით თვალებში, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა მტრისაგან და გიგასთანა ახალგაზრდები მტრის „ლუკმად“ არ ქცეულიყვნენ!!!...

სწორედ სამშობლოს სიყვარულისათვის გვკლავენ და გვასამართლებენ ჩვენდა სამწუხაროდ!!! მაგრამ პირობას გაძლევ ვიცავდი და დავიცავ საქართველოს ინტერესებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.... შენი სულისა და შენი შვილების წინაშე ვდებ ფიცს - ის ჯალათები, რომლებმაც ასე გაგიმეტეს და ამ გამეტების შემდგომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აუღელვებლად, დაუსჯელად გაბრუნდნენ უკან, სწორედ მათ ხელისშემწყობებთან ერთად მკაცრად დაისჯებიან და აგებენ პასუხს ქართველი ერის წინაშე.... ძნელია ტელევიზიით ხედავდე რა ხდება შენს სამშობლოში და „ქართული“ გისოსები გიშლიდეს ხელს მომხვდურისათვის ქართული, ვაჟკაცური პასუხის გაცემაში.... სული მტკივა, რომ ვერ გეხმარებით, მაპატიეთ, რომ ვერ დაგიცავით.... ვერავინ დააჩოქებს საქართველოს, მით უფრო სამეგრელოს..... ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი სამშობლო!!! საქართველო უპირველეს ყოვლისა“!!!, ღრმა პატივისცემით, პოლკოვნიკი, რომან შამათავა,ქ.თბილისი სასჯელაღსრულების #9 დაწესებულება", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42