პრეზიდენტის მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს პარლამენტი კენჭს დღეს უყრის.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - ანა დოლიძეს, თამარ ლალიაშვილს და ნონა თოდუას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი აბაშიშვილი წარადგენს.
”უკვე რამდენიმე თვეა მოსამართლეობის კანდიდატები წარმოდგენილნი არიან პარლამენტში, თუმცა, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერანაირად ვერ მოხერხდა სესიაზე მათი საკითხის განხილვა. იმ დროს, როდესაც სასამართლოს მიმართ არა ერთი კითხვა ისმის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გაუმჯობესება. გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კვალიფიციური კადრები. ის კადრები, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ნამდვილად წაადგება სასამართლო სისტემის გაძლიერებას”, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე შეფასებით, დღეს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კვალიფიციურ კადრებს.
მასალის გამოყენების პირობები






