თემურ ჭკუასელი მოსახლეობის მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის როცა საჭიროება მოითხოვს, ყოველთვის ჩოხატაურშია:
„ჩოხატაურში გაიარ-გამოიართ და დაინახავთ, რა გავაკეთე. როცა საჭიროა, სულ ჩოხატაურში ვარ. ძალიან ბევრი დეპუტატი ხუმრობით ამბობს, თემური რომ აკეთებს და შეძლო, ნეტა იმდენი ჩვენ გაგვაკეთებიაო. თქვენ ვინ გამოკითხეთ არ ვიცი. ოთხი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე გავაკეთეთ წყლის სარეაბილიტაციო პროექტები, აგერ მაგალითად, მიმდინარეობს თეატრის მშენებლობა, რომელიც საუკუნის პროექტად შეიძლება ჩაითვალოს, იმდენად მასშტაბურია. გავხსენით ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც მთელი ჩოხატაური აბარებს ხილს. მე ვფიქრობ, ამას ხალხი ხედავს და სათანადოდ აფასებს.“
მისი აზრით, დაუჭერს თუ არა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნებში მოსახლეობის უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მხარს, ჭკუასელი გვპასუხობს, რომ გურულები ჭკვიანი ხალხია და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ:
„მე მაქვს გურულების იმედი, ისინი ჭკვიანი და გონიერი ხალხია და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. არც არის ისეთი ახალი ძალა, რომელსაც ხალხი ნდობას გამოუცხადებს.“ - აცხადებს ჭკუასელი.
დეპუტატისგან განსხვავებით, სხვა შეფასებებს აკეთებენ ადგილობრივები:
„დეპუტატი იმიტომ გვჭირდება, რომ ის არის შუამავალი ღერძი. საერთოდ არ მინახავს ეს კაცი. ყველი-პური, ფანდური და ქეიფი, ასე დაამახსოვრა თავი დეპუტატმა ჩოხატაურელებს. არ გაგვაგონოთ მაგის გვარი“.
„არ ვიცი ვინაა და არც გამოსული არ მინახავს იმ პარლამენტში. ვინ აირჩევს მაგას კიდო? სად არის ჭკუასელი საწარმოები რომ უნდა გაეხსნა ჩოხატაურში? უჭირს ხალხს, ვინმემ მოგვაქცია ყურადღება? არჩევნებამდე ცხრაჯერ მოდიოდა, ახლა სად არის? რატომ არ ჩნდება და არ კითხულობს გაჭირვეული ხალხის ამბავს?"-აცხადებენ ადგილობრივები.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები






