,,უღირსი პოლიტიკური მეთოდები და დემოკრატიის ეროზია“ - ლიტველი პოლიტიკოსები კორცხელის მოვლენებზე
პოლიტიკა - 15:35, 25 May, 2016     1191
საქართველოს რეპრესიული მმართველობისკენ დაღმასვლას უწოდებენ კორცხელის მოვლენებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ ლიტვის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუს, ლიტვის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი.

,,სამშობლოს კავშირი–ლიტველი ქრისტიან-დემოკრატები უმკაცრესად ვგმობთ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მიმდინარე დევნას, რაც გამოიხატება მუქარებში და ფიზიკურ თავდასხმებში. ჩვენ ძალზედ შეშფოთებულები ვართ ბოლო ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვით კორცხელში 53-ე უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლები გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს - გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავას და სხვებს. არსებული ინფორმაციის თანახმად, კორცხელში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, წევრებს და დეპუტატებს თავს დაესხა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული მოჭიდავეების, ათლეტების და ქართული ოცნების აქტივისტების ჯგუფი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მოახდინოს ამ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის დაუყოვნებელი და სამართლიანი გამოძება. მმართველმა კოალიციამ თავი უნდა შეიკავოს ამგვარი უღირსი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებისგან და ყველაფერი გააკეთოს დემოკრატიის ეროზიის საქართველოში მიმდინარე პროცესის შესაჩერებლად.

ჩვენი ღრმა რწმენით ლიტვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრები, არ უნდა იყოს გულგრილი საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნისადმი, თუკი გვინდა რომ საქართველოს ევროპული ამბიციები დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ლიტვის მთავრობას მოახდინოს რეაგირება შემდეგი მტკიცე გზავნილის სახით: ეს უნდა შეჩერდეს! საქართველოს მმართველი კოალიცია უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან კონსტრუქციულ პოლიტიკურ დებატებში და დაამტკიცოს რომ მისი მისწრაფება რეფორმებისაკენ არის გულწრფელი. სხვაგვარად, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს დასჭირდება სერიოზული გადასინჯვა ევროპარლამენტში და ევროკომისიაში“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42