,,მოვუწოდებ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს დამნაშავეებს“ - ევროპარლამენტში ხურჩის და კორცხელის მოვლენებს ეხმაურებიან
პოლიტიკა - 15:25, 25 May, 2016     2731
კორცხელის მოვლენებს და ხურჩაში რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროს მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ბრიუსელიდან ეხმაურებიან ევროპარლამენტარები, უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ანა ფოტიგა შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო და საქართველოს ხელისუფლებას მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

,,შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, რომლებიც დაემთხვა ევროპარლამენტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის ვიზიტს.

ჩემი ბოლო ვიზიტის დროს მე დადებითი შეფასება მივეცი ქვეყნის მზაობას მიიღოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ქართული ჯარის მოდერნიზებას, და მისი მზადყოფნის დონეს ნატო-სთან თანამშრომლობისთვის და ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის საერთო პოლიტიკის (CSDP) მისიებში მონაწილეობის მისაღებად. მე ასევე მაღალი შეფასება მივეცი საქართველოში EUMM-ის მისიას. ვთვლი, და ამის შესახებ განვაცხადე უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის ვიზიტის დროს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ვიზა ლიბერალიზაცია.

თუმცა, ვიზიტის ბოლოს ძალზედ შემაშფოთებელი ინციდენტი მოხდა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, როდესაც არსებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქე მოკლეს აფხაზმა „მესაზღვრეებმა“. მკაცრად ვგმობ ამ დანაშაულს და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს ის და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. ეს მოვლენები ადასტურებს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექამიზმის სასწრაფოდ აღდგენის აუცილებლობას.

გარდა მაგისა, ქართული მედიის ინფორმაციის თანახმად, 22 მაისს მოხდა სასტიკი თავდასხმა ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზუგდიდის ადგილობრივი შუალედური არჩევნების დროს, რის ორგანიზებაშიც ადანაშაულებენ ადგილობრივი პოლიციის უფროსს. ქართული მედიის თანახმად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და დეპუტატებს გაუსწორდა თავდამსხმელთა კარგად ორგანიზებული ჯგუფი, პოლიციის ადგილზე ყოფნის მიუხედავად. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ძალადობის ეს აქტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და საჯაროდ დაგმოს მათი ქმედებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42