შს მინისტრი პოლიტპოპულიზმში არ უნდა ჩაერთოს, მომხდარის გამოძიებით უნდა დაკავდეს - ლევან ალაფიშვილი
პოლიტიკა - 17:25, 25 May, 2016     2125
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებამ, რომ კორცხელის საარჩევნო უბანთან ჩხუბში მონაწილე პირები დაკითხვიდან გაეთავისუფლებინა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან უკმაყოფილება მოიწვია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

"ნიუპოსტი" კორცხელის საქმის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების სამართლებრივ მხარეებზე სამართლის ექსპერტს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე სპორტსმენების დაკავების აუცილებლობა არ არსებობს. ალაფიშვილმა შს მინისტრის გუშინ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და მღებრიშვილის კომენტარი პოპულიზმში დაადანაშაულა.

“დავიწყოთ იქიდან, რომ გუშინ შს მინისტრს სასამართლოსთვის არ მოუმართავს, მან გააკეთა პოლიტიკური განცხადება, მსგავს განცხადებებს კი სამართლებრივი რეაგირება არ მოსდევს, სასამართლო მსგავსი განცხადების საფუძველზე არ იღებს გადაწყვეტილებას.

მღებრიშვილმა ეს განცხადება კონკრეტული მიზნისთვის, კონკრეტული აუდიტორიის მისამართით გააჟღერა. მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ პირის პატიმრობაში აყვანას თავისი სამართლებრივი წინაპირობები აქვს, მათ შორის მიმალვის, მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების , მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და რა თქმა უნდა დანაშაულის სიმძიმე. თუ ეს ყველაფერი ერთად არ არის სავარაუდო ეჭვმიტანილის დაკავება, მით უმეტეს , ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა სამართლებრივად სწორი არ არის, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გამოძიებულიც არ არის იმ კონდინციამდე, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. გუშინდელი მდგომარეობა, არ იყო საკმარისი შს სამინისტროს ვინმე დაეკავებინა და სასამართლოს ემსჯელა აღმკვეთის სახეზე“- აღნიშნა ალაფიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან კარგად იცოდნენ, პოლიტიკოსებმა რომ სამართლებრივი შედეგი გუშინ არ დადგებოდა.

„კარგად იცოდა ყველამ, რომ მყისიერი და ეფექტური სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვებოდა“- თქვა იურისტმა.

„ნიუპოსტი“ დაინტერესდა ხომ არ არსებობს შერჩევითი სამართლის ნიშნები კორცხელის საქმეში, რადგან დეპუტატისთვის პიჯაკის შემოხევისთვის უახლოეს წარსულში 3 ახალგაზრდა დააკავეს, ენმ-ს ლიდერებზე თავდასხმაში იდენთიფიცირებული პირები კი შს სამინისტრომ დაკითხიდან გამოუშვა.

„ამ აზრის ჩამოყალიბებას პოლიტიკოსებმა შეუწყვეს ხელი. ხელისუფლებამ არასაკმარისი განმატრებები გააკეთა. არასამართლებრივად, ერთი შეხედვით, ამ ორ ქმედებას შორის არის მსგავსებები, თუმცა არ ვიცით გამოძიების დეტალები არის თუ არა ეს საქმეები დაკვალიფიცირებული. კორცხელის საქმეზე გამოძიება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ სწორი არ არის ამ ორი ინცინდენტის ერთმანეთთან შედარება. გამოძიების მინუსი სწორედ ის არის, რომ მსგავსი შედარებები კეთდება მისი დუმილის ფონზე“- განმარტა იურისტმა და თქვა, რომ შს მინისტრი პოლიტპოპულიზმში არ უნდა ჩაერთოს და საქმის ობიექტური გამოძიებით უნდა დაკავდეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42