„პოლიტიკურად ძალიან არაკვალიფიციური და სახიფათო იყო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება. რომ ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებენ და აქციებისთვის ქუჩაში მიდიან. თუ ასეთი აღქმა ექნებოდა კორცხელში და ნასაკირალში მათ გამარჯვებას, ამის წარმოდგენა რთული იყო, როცა კონკურენტული გარემოს შექმნის დადასტურება მიიღეს, იმის ნაცვლად რომ მუშაობა პარლამენტში გაეგრძელებინათ, ახლა გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის დროს, როცა ამ ცვლილების მიღების ალბათობა სულ უფორ და უფრო იზრდებოდა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ ასპარეზის მიტოვება ნიშნავს იმას, რომ მას კარგ დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაში, როცა ზუსტად იმდენი მანდატი გაქვს რამდენი ნდობაც, ეს არ ნდომებია.
მე არ გამოვრიცხავ რომ იქნებ უფრო კვალიფიციურმა ხელმძღვანელებმა ნაციონალური მოძრაობის, ვიდრე დღეს მათი სახელით მოლაპარაკე დეპუტატები ბრძანდებოდნენ გაიაზრონ, რომ უფრო მნნიშვნელოვანია პარლამენტის პოლიტიკური ასპარეზი.
არასაპარლამენტო პარტიების, სამოქალაქო სექტორის და სხვა პარტიების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა პარლამენტში შემოტანილია და ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი, ვინც 76 ხმა უნდა უზრუნველყოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიგვატოვა. ეს არის „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა. ეს მახსენებს შევარდნაძე-აბაშიძის წარღვნამდე პოლიტიკას.“- განაცხადა დავიტ ბერძენიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






