საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, არარეზიდენტი ელჩები მიიღო. გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის დიპლომატმაგადასცა: ჰონდურასის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა რამონ კუსტოდიო ესპინოსამ (რეზიდენციით ბერლინი), ბენინის რესპუბლიკისდანიშნულმა ელჩმა ანისეტ გაბრიელ კოჩოფამ (რეზიდენციით მოსკოვი), არაბთა გაერთიანებული საამიროების დანიშნულმა ელჩმა იასიმმოჰამად მუბარაკ აბდულა ალ ქასიმმა (რეზიდენციით ერევანი), ტაჯიკეთის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა ზოჰირ საიდოვმა, (რეზიდენციითბაქო), ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა დოან თი სუან ჰიენმა (რეზიდენციით ასტანა), მოლდოვის რესპუბლიკისდანიშნულმა ელჩმა გიორი ლეუკამ, (რეზიდენციით ბაქო).
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებსარაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მასალის გამოყენების პირობები






