სარფის სანაპირო ზოლზე გზის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
პოლიტიკა - 14:50, 25 May, 2016     1477

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის გაფართოების, დაცვისა და გამაგრების სამუშაოები დაათვალიერს.

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზა საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალია და მსაზე დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 ავტომობილი გადაადგილდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გზის მდგრადობას, ტრანსპორტსა და მგზავრებს. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, გზის 932 მეტრიანი ნაწილი, რომელზეც კლდოვანი ციცაბო ფერდობიდან ინტენსიურად ცვიოდა ლოდები და ავტომობილებისა და ტვირთების დაზიანებას იწვევდა.

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 110 მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა ქვისცვენის სწინააღმდეგო ბადე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით გაფართოვდება; გაიზრდება სანაპირო ზოლის მოცულობა; სანაპიროზე აშენდება 7,71 მეტრი სიმაღლის ქვანაყარი ბერმა, რამაც ტერიტორია შტორმის დროს უნდა დაიცვას.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. სარფის ნაპირგამგარების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 58,4 მილონი ლარია. სამუშაოებზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42