საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე, კორცხელში ‘ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ თავდასხმას ამართლებს და აცხადებს, რომ ენმ-ს წევრების გალახვა დაგვიანებული იყო და ისინი თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ. ამასთანავე დეპუტატის მოსაზრებით თავდასხმაში მონაწილე ადამიანები კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ უნდა დაარიგონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გალახვა არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება, სხვა შემთხვევაში კი ნიშნიანიძის თქმით ეს მისაღებია:
„დაგვიანებული დასჯა კი არაა დაგვიანებული არის მაგათი გალახვა, ისინი თავგის დროზე უნდა გალახულიყვნენ და დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. მთელი საქართველო იმათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია გალახა. ჯერ დავსაჯოთ ისინი ვინც 2012 წელს თავები დაგვიხეთქეს ქვებით კარალეთში. თუ ერთი ადგილი ქონდათ ჯერ ის ხალხი დაესაჯათ. მერე პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ ვინც ეს ბიჭები სამეგრელოში გააგზავნა და მერე კი ბატონო, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ და თუ გინდა ყური ავუწიოთ, უფრო მეტად დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორე ისე საცემები არიან. მათ რომ სინდის-ნამუსი და შუბლზე ძარღვი ქონდეთ საერთოდ არ უნდა ჩნდებოდნენ ხალხში“- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






