ზაქარეიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწია იქ, სადაც არაფერი იყო საბოდიშო - ლევან ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 14:20, 25 May, 2016     1777

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პაატა ზაქარეიშვილი მიერ გაკეთებულ განცხადებას, ხურჩაში რუსი ოკუპანტის მიერ ქართველი მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით ეხმაურება. ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში „არაფერია ბოდიშის მოსახდელი“:

”ტერიტორიების 20%-ია ოკუპირებული. სტალინის მიერ მილიონობით ადამიანია დახოცილი. ეს არის დიდი დანაშაული, რომელიც რუსეთის იმპერიიდან მომდინარეობს. გოგი თოფაძის ნათქვამებს მე ვერ გავაანალიზებ იმიტომ რომ, ის, ჩემი აზრით, არ მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. სულ სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს. მე გული დამწყდა, რომ ასეთად იყო აღქმული, მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილის ძალიან საქმიანი გამოსვლა და მას ბოდიშის მოხდა მოუწია იქ, სადაც არაფერი იყო ბოდიშის მოსახდელი. ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა მას. უბრალოდ სიტყვების შერჩევის დროს, როგორც ჩანს, ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ვინაიდან არიან არაკეთილმოსურნე ადამიანები, რომლებიც გადაატრიალებენ ერთ სიტყვას. თოფაძის შემთხვევაში, გადასატრიალებელი არაფერია - მან თქვა, ერთი კაცის გამო რუსეთს ხომ არ დავუპირისპირდებითო. სამშვიდობო პროცესი არ უნდა შეიცვალოს არც ერთ შემთხვევაში, უბრალოდ ლექსიკა უნდა შეიცვლოს. არ შეიძლება ადამიანის სიკვდილს ერქვას ”ერთი კაცი”, იმიტომ რომ იმ ოჯახში ის ერთი კაცი არის ერთადერთ კაცი და თოფაძეს უნდა ესმოდეს, რომ ოჯახის პარტონები ვართ ყველა და ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42