საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 14:09, 25 May, 2016     1109
2016 წლის 25 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ჰანნეს ჰანსოს შეხვდა. ესტონელი მინისტრი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი არსებობს და ნაყოფიერია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ასევე აქტიურია ურთიერთობები თავდაცვის სამინისტროებს შორის. ჰანნეს ჰანსომ, თავის მხრივ, ასევე დაადასტურა, რომ ესტონეთი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დახმარებას უწევს ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კიბერ-უსაფრთხოების განვითარების კუთხით, სადაც ესტონეთი ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას წარმოადგენს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას და ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოსა და ესტონეთის მოლოდინებს. ჰანნეს ჰანსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ესტონეთი კვლავაც საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად რჩება და შემდგომი დახმარება აღუთქვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მიხეილ ჯანელიძემ ჰანნეს ჰანსოს ასევე გააცნო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. შეხვედრაზე, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას, გამოწვევებსა და საფრთხეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42