საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია გრძელდება
პოლიტიკა - 12:09, 25 May, 2016     1040

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციამ მუშაობა განაახლა. კონფერენციის მეორე დღეს სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.
საერთაშორისო ფორუმი კონფერენციის პარტნიორებმა გახსნეს. მონაწილეებმა კონრად ადენაუერის ფონდის თავმჯდომარის ჰანს-გერტ პოეტერინგის ვიდეომიმართვა მოისმინეს. მან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„საქართველო არის საუკეთესო მაგალითი წარმატებული ევროპეიზაციის. საქართველოს წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით. აღმოსავლეთ სამეზობლოში საქართველო წარმოადგენს ლიდერ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. რამდენიმე თვეში საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს და მის მოქალაქეებს შენგენის ზონა უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ“, - განაცხადა ჰანს-გერტ პოეტერინგმა.
მონაწილეებს ასევე მიმართეს უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარმა ევან ლოუსონმა და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენელმა ბრუნო ლეტემ.

სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლისას გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ნატოს ვარშავის სამიტზე ისაუბრა.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება საქართველოს მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ნატოს მთავარი მიზანიც მისი წევრების უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ნატო სამხედრო ძლიერების გარდა, არის ერთგულება ჩვენი საერთო ღირებულებებისა, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ეს ის ღირებულებებია, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ნატოს წევრ ქვეყნებს და იზიდავს სხვა ევროპულ დემოკრატიებსაც, მათ შორის საქართველოს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მან ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ურთიერთობები ალიანსთან არის მტკიცე და დინამიური. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც საქართველომ 2014 წლის უელსის სამიტზე მიიღო. პაკეტის მთავარი მიზანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და მისი წევრობისთვის მომზადება... ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობით საქართველო ადასტურებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ, რომ არ გვსურს მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიები, მზად ვართ კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობაც გავიზიაროთ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42