ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფელებას ხმებით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 11:44, 25 May, 2016     800
ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ხმებით ვაჭრობაში ადანაშაულებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაცით, ხელისუფლება შეთავაზებული მოდელის ჩასაგდების სანაცვლოდ საპარლამენტო ოპოზიციას უფასო სარეკლამო დროს სთავაზობს.

როგორც გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საკმარისი 76 ხმა ვერ მოიპოვა ამ ვარიანტმა, ეს იქნება ოპოზიციასთან გარიგების დასტური.

"ხელისუფლებას გამოცხადებული აქვს ვაჭრობა, ის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს მისცემს ჩვენთვის წართმეული სარეკლამო დროის დიდ ნაწილს, ოღონდ არ დაუჭირონ მხარი გერმანულ მოდელს. თუ ეს მოდელი ჩავარდა პარლამენტში, ეს იქნება იმის დასტური რომ ოპოზიციამ ეს თემა გაყიდა"- აღნიშნა ახვლედიანმა.

„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, არჩევნები რინგს დაამსგავსოს.

"ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ მოდელის გასატანად"- თქვა ხარატიშვილმა.

ინტერპარტიული ჯგუფის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ უმრავლესობაში. როგორც დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა თქვა, ეს განცხადებები კომიკურია.

"როგორ შეძლებს უმრავლესობა ხმების მოსყიდვას, თუ ეს ოპოზიციური ჯგუფები არიან წინააღმდეგი იმისა რომ ეს საარჩევნო კანონი მიღებული იქნას"- აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ე.წ გერმანული მოდელის მხარდაჭერა არ მოხდება. "ახლა ამის დრო არ არის, უმრავლესობა ამ მოდელს მხარს არ დაუჭერს".

კომენტარი გააკეთა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ვახტანგ ხმალაძემაც.

"ეს კანონი მომზადებულია, ჩვენ მიერ არის ინიცირებული და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ამ პოზიციას. ვისაც რა უკადრია, გონია რომ სხვაც ამის მკადრებელია"- აღნიშნა დეპუტატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42