საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად საქართველოს საელჩომ ლატვიის რესპუბლიკაში ქ. რიგის ისტორიულ სასახლეში „ზიემელბლაზმა“ საზეიმო მიღებაგამართა.
საზეიმო მიღებას მუსიკალურ არანჟირებას უკეთებდა ლატვიის კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრი, ლატვიაში მოღვაწე ახალგაზრდა მომღერალი ცირა თოლორდავა და სპეციალურად ამდღისთვის საქართველოდან ჩამოსული ანსამბლ „ქართული ხმების“ კვარტეტი.
ღონისძიება გაიხსნა საქართველოს და ლატვიის ჰიმნების ცოცხალი შესრულებით, რის შემდეგაც საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეიმურაზ ჯანჯალიამ დამსწრე საზოგადოებასმისასალმებელი სიტყვით ლატვიურ ენაზე მიმართა.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის, ლატვიაში ქართული სათვისტომოსმოღვაწეობის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ელჩის სიტყვის შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელზეც წარმოდგენილი იქნა ქართული, ლატვიური და კლასიკური მუსიკისშედევრები.
ღონისძიებას დაესწრნენ ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლატვიის მთავრობის, პარლამენტის, კულტურის, სამეცნიერო, სპორტის, მედიცინის და სხვა სფეროებისწარმომადგენლები, ასევე ლატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორა და ქართველი სტუდენტები.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს ქ. თბილისში დაესწრება ლატვიის პარლამენტის სპიკერი ინარა მურნიეცე, აგრეთვე, საქართველოსეწვევა ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი.
მასალის გამოყენების პირობები






