"ნებისმიერი ჭორვილელი გლეხი უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი. ამ კაცს აქვს ერთ ნიჭი: პათოლოგიური მატყუარაა. ამასწინათ ჰყვებოდა, რომ მე მას ვთავაზობდი ბოტანიკური ბაღის მითვისებას. თუ რამის მითვისება იქნებოდა, მე მივითვისებდი, რაღა მაგას მივცემდი? თურმე ვეხვეწებოდი და ამას ისე წარბშეუხრელად ჰყვება, შეიძლება დავეჭვებულიყავი. ერთი პროექტი, რომელიც მე მას შევთავაზე იყო, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელზეც ცივი უარი მითხრა. ამის შემდეგ ვიპოვეთ ამერიკელები, ჰილარი კლინტონთან მოლაპრაკების შემდეგ, ავაშენეთ ეს შენობა რომელიც დაგვიჯდა 100 მილიონზე მეტი და ამათ გაყიდეს 25 მილიონად. 2013 წლის სექტემბრის დასაწყისში ამ უნივერსიტეტს უნდა მიეღო პირველი სტუდენტები და ეს იქნებოდა მართლაც გარღვევა. ამ კაცმა დაგვაკარგინა ეს ყველაფერი. მას დებილები ხომ არ ვგონივართ, ქართლი ხალახი ბრძენია და ესენი მგონი ვერ ხვდებიან სად არიან. აგრძელებს ტყულებს ამჯერად შეზავებულს ძლადობასთან"- აღნიშნა "არჩევანში" ჩართვისას მიხეილ სააკასვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






