როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად ძალაუფლებისა ოლიგარქს ხელისუფლების დათმობა მოუწევს.
"ივანიშვილმა გადაიფორმა მთელი ქონება, მიიტაცა ხეები, ბოტანიკური ბაღი. ის არ აპირებს წასვლას, ჩვენ მას უნდა შევხედოთ წყნარად, რადგან როგორც არ აპირებდა აბაშიძე, შევარდნაძე, იანუკოვიჩი წასვლას, ისე არ აპირებს ივანიშვილიც მაგრამ წავიდნენ და მოუწევს ივანიშვილსაც ხელისუფლების გადმობარება"- აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილის შემდეგი საზრუნავი კრიტიკული მედიის გაჩუმებაა.
"ვშიშობ რომ მისი მთავარი სამიზნე უახლოეს კვირებში და თვეებში თქვენი ტელევიზია იქნება, ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ მზად დემოკრატიის დასაცავად. რომელი ტელევიზიაც არ უნდა იყოს ის. ქართველი ხალხი არჩევნებზე გაიმარჯვებს და დაიცავს დემოკრატიას"- დასძინა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ამ კონტექსტში 2012 წელს "ქართული ოცნების" გამარჯვება შეაფასა და აღნიშნა, რომ "მაშინ ივანიშვილს იმიტომ გამოუვიდა, რომ რუსეთი სხვა ფორმაში იყო".
"ივანიშვილს ერთხელ გამოუვიდა, მაშინ რუსეთი სხვა ფირმაში იყო, მეორე ამ კაცმა დაიჯერა რომ გამოვა, მაგრამ მას ამის არც ჭკუა აქვს და არც განათლება. ბოროტება ორჯერ ვერ გაიმარჯვეს, ეს არჩევნები არის ქართველი ხალხის გამარჯვების არჩევნები"- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






