რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომაგენელმა, 29 წლის რაშიდ კანჯი ოღლიმ გიგა ოთხოზორია ოკუპაციის ხაზთან, სოფელ ხურჩაში მოქალაქეების თვალწინ მოკლა. ფაქტი სათვალთვალო ვიდეო კამერამ დააფიქსირა.
თვითმხილველთა თქმით, საოკუპაიო ჯარის წარმომადგენელმა ოთხოზორიას სსრკ-ს ან ახალი აფხაზური პასპორტი მოსთხოვა, რის პასუხადაც მან ქართული ID ბარათი გაუწოდა. ოკუპანტებმა ოთოხზორიას ნაბაკევისკენ გადასვლაზე უარი განუცხადეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
თანმხლებმა პირებმა ოთხოზორია ვითარებას გამოარიდეს და ხურჩისკენ გამოიყვანეს, მას საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები დაედევნენ და გიგა ოთხოზორიას ჯერ ფეხში ესროლეს, ამის შემდეგ კი რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს, მათ შრის თავის არეში. 30 წლის გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გიგა ოთხოზორია 19 მაისს, მდინარე ხაიასთან, საკუთარი ავტომობილით მივიდა. მას სურდა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, გარდაცვლილი ნათესავის ოჯახისთვის საკვები პროდუქტი გაეგზავნა.
აფხაზეთის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტან ყოლბაიამ დღეს „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ აფხაზებმა კანჯი ოღლი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და მას არავინ დააპატიმრებს.
„ეს პიროვნება სავარაუდოდ უკვე გააქციეს სოხუმიდან და იმალება რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ტერიტორია კი იმხელაა, რომც დაუმტკიცდეს დანაშაული, მისი დაკავების ალბათობა, საეჭვოა.“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






