საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა საინვესტიციო კონფერენცია - SEED Forum Tbilisi 2016 გახსნა
პოლიტიკა - 18:22, 24 May, 2016     1201
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველი მაია მელიქიძემ საინვესტიციო კონფერენცია - SEED Forum Tbilisi 2016 გახსნა და საინვესტიციო კომპანიებისა და სტარტაპკომპანიების წარმოადგენლებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტის მრჩეველმა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე, სექტორის განვითარების პრობლემებზე, მის ხელშეწყობაზე და აღნიშნულის განხორციელებაში ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, რიგით მეორე საინვესტიციო კონფერენციაზე ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპკომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარსდგნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე და დაფინანსება მოიპოვონ.

„მთავრობა მხარს უჭერს და უკვე შექმნა საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სააგენტო, უნივერსიტეტებში შეიქმნა გარკვეული შესაძლებლობები, რომ განვითარდნენ ახალგაზრდები, შეიქმნა ტექნოპარკები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური იდეები და სტარტაპები განვითარდეს და დაფინანსდეს.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფორუმების ორგანიზება. მას მხარს უჭერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნორვეგიის საელჩო.

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბაზაზე არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტრეინინგი გაიარონ ადამიანებმა, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ, გარკვეული განათლება შეიძინონ, აიმაღლონ ცნობიერება. შემდეგ თავისი იდეა უფრო დახვეწონ, ჩამოაყალიბონ, და გამოიტანონ საზოგადოების წინაშე, ამ ფორუმის მეშევეობით“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისი განცხადებით, დღეს 10 პროექტი იყო წარმოდგენილი, ფორუმს ესწრებოდა საერთაშორისო-სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, რომელიც ქმნის ხიდს და იდეის ბიზნესსექტორამდე მიტანის შესაძლებლობას. დღეს წარმოდგენილი იყო სამი ქვეყანა - აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი. შეიძლება ითქვას, რომ ფორუმს რეგიონული დატვირთვა აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42