პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას“ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 18:18, 24 May, 2016     6114
„პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” განცხადებას ავრცელებს და ,,ქართულ ოცნებას“ ცრუ ბრალდებასა და პოლიტიკური მოძრაობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

,,გაუგებარია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა ოცნებამ 2016 წლის 22 მაისს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში, ქალაქ ოზურგეთში დაამარცხა ნაციონალური მოძრაობის და პაატა ბურჭულაძის ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთობლივად წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი. ვინაიდან 2016 წლის 21 მაისს გაიმართა მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისათვის“ სადამფუძნებლო ყრილობა და ამ მომენტისთვის პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტები რეგისტრაციის მიზნით, ჯერ კიდევ არ არის შეტანილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების მხრიდან ადგილი აქვს ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ცრუ ბრალდებებს, რაც გამოიხატა ქართული ოცნების მხრიდან სიცრუის ტირაჟირებასა და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში. შესაბამისად მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერების განცხადებით გაუგებარია როგორ შეძლებდა იურიდიულად პაატა ბურჭულაძის პარტია საერთოდ კანდიდატის დასახელებას?!

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 141-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5 - კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42