კორცხელში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 18:00, 24 May, 2016     1865
ცენტრალური საარჩევნო კომისია კორცხელის თემში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით კორცხელის თემში შედეგები უცვლელი დარჩა:

„ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კორცხელის თემის #54-ე და #53-ე საარჩევნო უბნებზე 22 მაისის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა.

23 მაისს, საოლქო საარჩევნო კომისიამ ბლოკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივარი განიხილა. #53 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს, სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერებთან დაკავშირებულ ხარვეზთან მიმართებაში, ასევე თან ერთვოდა ნაციონალური მოძრაობიდან საუბნო საარჩევნო კომისისიის წევრის განსხვავებული აზრი.

საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი დააკმაყოფილა მხოლოდ გადათვლის ნაწილში. გადათვლისას, ბიულეტენებისა და მიღებული ხმების რაოდენობა დადგინდა იგივე; ხოლო, ამომრჩეველთა ხელმოწერა აღმოჩნდა ერთით მეტი. შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში ამომრჩევლების ხელმოწერასთან დაკავშირებული ხარვეზი აღმოიფხვრა.

რაც შეეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას, უბნის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარდგენილი ჰქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის დამკვირვებელმაც გადათვლის და უმნიშვნელო ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ, მოხსნა მოთხოვნა.“- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42