,,ქართული ოცნების სახელით ხელისუფლებაში ,,ახალი შულავერელები“ არიან“ - მოძრაობა ,,დაბრუნება“ კორცხელის ინციდენტზე
პოლიტიკა - 17:30, 24 May, 2016     2803
კორცხელში ოპოზიციაზე განხორციელებული თავდასხმას მოძრაობა ,,დაბრუნება“ განცხადებით ეხმაურება:

,,მოძრაობა ,,დაბრუნება“ კატეგორიულად გმობს 22 მაისს სოფ. კორცხელში ადგილობრივი შუალედური არჩევნების დღეს სპორტსმენთა ჯგუფის მიერ არჩევნებში მონაწილე საპარლამენტო ოპოზოციის-,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას. უდავოა, რომ ეს ვანდალური აქცია ინსპირირებული და ორგანიზებული იყო ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით. დაზარალებულთა შორის არის მოძრაობა ,,დაბრუნების“ წევრიც.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების“ სახელით მოსული არიან აგრესორისა და ოკუპანტის - რუსეთის სატელიტი ,,ახალი შულავერელები“, რომელთა მიზანია ქართველი ერის დასავლური არჩევანის შეცვლა, ქვეყნის მთლიანობის დარღვევა და საბოლოოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობა.

საბედნიეროდ, ოპოზიციური პოლიტიკური, საზოგადოებრივი ძალების, ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით ეს საფრთხეები მნიშვნელოვანწილად შემცირდა, თავად კოალიცია დაიშალა, მოხდა მმართველის ძალის რეიტინგის ძლიერი ვარდნა. თუმცა საშიშროება ისევ არსებობს საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრორუსული ძალების, მათ შორის ,,ქართული ოცნების“ ნარჩენების, ხელახალი რეანიმაციის შესაძლებლობის გამო. ამას ზურგ უმაგრებს აღვირახსნილი რუსული პროპაგანდა, რომელიც აგრეთვე ხელისუფლების მიერ არის ჩვენში მაქსიმალურად წახალისებული და ხელშეწყობილი.

კორცხელის თავდასხმამ გვიჩვენა, რომ რუსეთის მარიონეტები ადვილად ვერ შეელებიან ძალაუფლებას და ყველა შესაძლებელი მეთოდებით შეეცდებიან მის შენარჩუნებას. ამავე დროს, ოლიგარქი ივანიშვილის მიერ სხვადასხვა მიმართულებით დასავლურ ძალებზე ერთდროულად წარმოებული აღვირახსნილი შეტევები მიუთითებს არა მხოლოდ მის მიერ ძალაუფლების დაკარგვასა და ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე გარდაუვალი პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ შიშზე, არამედ ხელისუფლების პრიმიტიულ, რუსულ-შავრაზმულ, ბნელ და ამორალურ ბუნებაზე. ასეთ ვითარებაში, ნაკლებად მოსალოდნელია არჩევნების სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და მხოლოდ საარჩევნო პროცედურით ხელისუფლებიდან მათი ჩამოცილება. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსკოველი პატრონები ვერ იქნებიან გულგრილი მოვლენების მათთვის არარსასურველი სცენარით განვითარების მიმართ.

აქედან გამომდინარე, კორცხელის ფაქტის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა ნაკლებად მოსალოდნელია. ეს სრულიად არ შედის ხელისუფლების ინტერესში, რადგან ასეთი გამომწვევად თავხედური ქმედებების ყველაზე ძლიერი მოტივატორი დაუსჯელობის სინდრომია, რაც განსაკუთრებულად მოთხოვნადი იქნება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალ მარცხს მიახლოებული ,,ქართული ოცნებისათვის“.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრულიად აუცილებელია: პროდასავლური ორიენტაციის საარჩევნო სუბიექტების ერთიანობა და კოორდინაცია; საარჩევნო პროცესში ყველა პროდასავლური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ ჯგუფის მაქსიმალურად აქტიური ჩაბმა, რაც უპირველეს ყოვლისა ამ სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ; მზადება ერთობლივი საჯარო საპროტესტო აქციებისათვის დემოკრატიული თავისუფლებების, სამართლიანი საარჩევნო გარემოსა და ამომრჩეველთა ხმების დასაცავად.

ამავე დროს, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია განცხადებები ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადაყვანის შესახებ. რადგან ასეთი პერსპექტივა სამომავლოდ შესაძლო საპარლამენტო გადაჯგუფებების შემთხვევაში ამ მმართველობის რესტავრაციის დიდ რისკს შეიცავს. ,,ქართული ოცნება“ არა მარტო უნდა დამარცხდეს არჩევნებში, არამედ უნდა წაიშალოს პოლიტიკური სივრციდან. ამ ამოცანის შესრულებაც შესაძლებელია პროდასავლურ ძალთა ერთიანობით და საპროტესტო აქციების მასშტაბურობითა და მრავალრიცხოვნებით, რაც ამ ერთიანობის ხარისხის პირდაპირპროპორციული იქნება.

დღეს, პოლიტიკურ ველზე დაპირისპირების ზოლი გადის არა კონკრეტულ პარტიებსა თუ პარტიათა ჯგუფებს, არამედ რუსულ და დასავლურ ორიენტაციას შორის. რეალური საოკუპაციო ზოლის მოშლა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გადარჩენა უმნიშვნელოვანესწილად განპირობებული იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დასავლური პოლიტიკური ძალების სრული და უპირობო გამარჯვებით ,,ქართულ ოცნებასა“ და მის მოკავშირე რუსეთუმე ორგანიზაციებზე, რაც მხოლოდ ერთიანი, მშვიდობიანი, პრინციპული და უკომპრომისო ბრძოლით მიიღწევა“ -ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42