„პროექტ " ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვნახე სტანისლავ ბონდარენკოს მიერ შესრულებული ქართული ცეკვა. მართლა გული ამიჩუყდა. როგორი პასუხისმგებლობით დაუფლებია ქართულ ხელოვნებასაც. ეს ახალგაზრდა მსახიობი ეხმარება მიხეილ სხვიტარიძეს ძვირადღირებული ოპერაციის დაფინანსებაში. მონაწილეობს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლში. შემოსულ თანხას რიცხავს ქართველი ბავშვის ოპერაციისთვის. ნამდვილად არ აქვს ადამიანობას საზღვარი. როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს სიკეთე აერთიანებთ, ეს ყველაზე გულწრფელი, კეთილშობილური, უღალატო ურთიერთობაა. დიდი მადლობა, სტას, ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. ძალიან ვაფასებ შენს კეთილშობილებას სტანისლავ ბონდარენკო“. - ბელა ალანიას ამ სტატუსს, უამრავი ადამიანის კომენტარი მოჰყვა. როგორც უკვე ავღნისნეთ მათ შორის ერთ-ერთმა ფეისბუკ მომხმარებელმა კომენტარში სტანისლავ ბონდარენკოს დაკავშირებით დაწერა:
„მე გავიგე, მოსკოვში ქართველ მოძულენი ემუქრებიანო... ნეტავ დაანებონ თავი...“
„მეც გავიგე, რომ სტასს ემუქრებიან, მაგრამ ის უშიშრად განაგრძობს ყველაფერი ქართულის პროპაგანდას. ბრავო, სტას!“
„უკეთილშობილესი და უნიჭიერესია..და რაც მთავარია ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას!!!!“
„ხელოვნება უნივერსალური ენაა, რომელსაც საზღვრები არა აქვს. მართლაც სანიმუშო და დასაფასებელია ბატონი ბონდარენკოს ეს საქმიანობა, რამეთუ კაცი სიკეთის არ მთესი წუთისოფლისთვის ბარგია. წარმატებები მას ყველა კეთილ საქმეში“.


მასალის გამოყენების პირობები






