რუსეთი თავისი აგრესიული თუ პოტენციურად აგრესიული ქმედებებით გვაიძულებს სიფრთხილეს - ჯეიმს აპატურაი
პოლიტიკა - 17:24, 24 May, 2016     1232

სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ოფიციალურად გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და წარმატებული სამუშაო დღე უსურვა.

კონფერენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც შეუერთდა. კონფერენციაზე იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა:

„მეტი ნატო საქართველოში - ამ თვალსაზრისით ჩვენ ვასრულებთ პირობას. რადგან აქ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის არაერთი მრჩეველია. გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, ტარდება წვრთნები. რაც შეეხება ნატო-ში მეტ საქართველოს, გეტყვით, რომ ვარშავის სამიტზე სხვა არაწევრ სახელმწიფოებთან შედარებით საქართველო მეტად წარმომადგენლობითი იქნება, თუნდაც შეხვედრების რაოდენობით, თქვენი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებში მთავრობის მეთაურების, საგარეო საქმეთა და რა თქმა უნდა თავდაცვის მინისტრების დონეზე. ეს რაც შეეხება სამიტს, შემდეგ კი იქნება მეტი ახალი იდეა, თქვენ იხილავთ ახალ ინიციატივებს. ყველასთვის ცნობილია რუსეთის მზარდი თავდაცვითი მოქმედებები, წვრთნები საზღვრებთან, რაც ჩვენი შეშფოთების საგანია, რუსეთი თავისი აგრესიული თუ პოტენციურად აგრესიული ქმედებებით გვაიძულებს სიფრთხილეს, მაგრამ ამ ყველაფერზე ერთად საუბარია საჭირო“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42