მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მოქმედი წევრი გია იანტბერიძე ირმა ნადირაშვილის განცხადებას ეხმაურება. ნადირაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას იანტბერიძის კორცხელის ინციდენტში მონაწილეობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
იანტბერიძის განცხადებით იგი კორცხელში ნამდვილად იმყოფებოდა, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია:
"ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და ჩავედი. ჩემი გულიდან გამომდინარე ჩავედი და დავფიქსირდი იქ, ჩემ მეგობრებთან ერთად. გაცხარებული ჩხუბის დროს თქვენ უფრო კარგად დაინახეთ იქ რაც ხდებოდა. ყველამ დააფიქსირა იქ ვინ რას აკეთებდა და თქვენ თვითონ ნახეთ მე იქ რა როლი მეჭირა. მე რომ დავიწყო ახლა ვაშველებდი-თქო, მერე იტყვიან, თავს იმართლებსო და ყველაფერია თავიდან ბოლომდე გადაღებული და ნახეთ მე იქ რა როლს ვასრულებდი. მე რომ იქ მონაწილეობას ვიღებდი და ვინმეზე ვძალადობდი ეს ცრუ ინფორმაციაა. ძალადობა დასაგმობია და არ შეიძლება. ეს რომ ჩხუბი და რაღაც შეხლა-შემოხლა მოხდა ძაან ცუდი ფაქტია და თვითონაც კარგად ხვდებიან“ - განაცხადა გია იანტბელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






