რომ არა პოლიციელების აქტიური ჩარევა სიტუაცია მეტად გართულდებოდა - სესიაშვილი კორცხელის ინციდენტზე
პოლიტიკა - 15:49, 24 May, 2016     1337

კორცხელში სამი დღის წინ მომხდარ ინციდენტს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ადგილზე სამართალდამცავები მობილიზებულნი იყვნენ და რომ არა ისინი, შესაძლოა სიტუაცია გაცილებით დაძაბულიყო:

„ყველას გვახსოვს ეს კადრები და ჩვენი თვალით ვნახეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას. თუ ვინმეს უნდა ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების დისკრედიტაცია, ეს მათი პოლიტიკური მიზანია და სპეკულაცია, რადგან რომ არა პოლიციელების აქტიური ჩარევა და მუშაობა, შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გართულებულიყო, ამიტომ მადლიერების განცდა უნდა ჰქონდეს ზოგიერთ ადამიანს. მე დავინახე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აშკარა პროვოკაციები, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. ამიტომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს თავისი პასუხი, დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ შევაფასოთ სიტუაცია. ეჭვი არავის ეპარება, რომ თუ ვინმეს უნდა მშვიდად და სამართლიანად არჩევნები ჩაატაროს, ეს არის ჩვენი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროვოკაციული ქმედებები აღიკვეთოს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან მოდის ეს. საბოლოოდ, ეს ჩვენ ქვეყანას დააზიანებს. ყველას მოვუწოდებ, ამ პროცესის ნაწილი გახდეს და არა ისე, რომ ხელი გავიშვიროთ ხელისუფლებისკენ, რომ სიტუაცია მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს, როცა არიან ძალები, რომლებსაც უფრო მეტი პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42