"ჩვენ გვინდა მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში"- გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 15:11, 24 May, 2016     1407
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელსაც თბილისი 24-25 მაისს მასპინძლობს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილმა NATO-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსსა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს. ქვეყანა ახლო მომავალში ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვის და იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება:

„დიდად ვამაყობ იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობით, რომელმაც მიუხედავად არსებული საგარეო გამოწვევებისა მნიშვნელოვანი რესურსები გაიღო თავისი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარანტირებული თუ სუვერენიტეტი , თავისუფლება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები სრულად იქნება დაცული. ჩვენ ამის უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ. სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა არაორაზროვნად მიმართული. ესაა ქართველი ხალხისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალების, მათ შორის ოპოზიციის არჩევანი. საქართველო ალიანსისგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის. NATO-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს, ეს დაადასტურა NATO-საქართველოს პაკეტმა, რომელიც წევრი-სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების აქტივობას გულისხმობს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ აქტიური ორმხრივი დახმარების შედეგად საქართველოსათვის მოტანილი სარგებლის მნიშვნელობას: მიმდინარე სამხედრო წვრთნები, “ღირსეული პარტნიორი” ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ წამოწყებაში მათი უდიდესი წვლილისათვის ამერიკის შეერთეული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ ჩემი მადლიერება გამოვხატო. მე მყარად მწამს, რომ ძალა ერთობაშია და დიდი წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსის ერთობისა და ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდება და NATO-ს სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი. საქართველო ამაყობს, რომ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო სტრატეგიულ პარტნიორს NATO-ს გვერდით დგომის შესაძლებლობა ეძლევა. ქვეყანა ახლო მომავალში ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ ისწრაფვის. ვიმედოვნებთ, რომ სამიტზე ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველომ სტაბილურობის განმტკიცების კუთხით შეიძლება ითამაშოს, ჩვენ ველით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს. ვარშავის სამიტი წევრი-ქვეყნების, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების ზრდაზე იქნება კონცენტრირებული. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია და ვიმედოვნებთ, რომ ამის აღიარება და გათვალისწინება მოხდება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და ინკლუზიური მიდგომით დაიძლევა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას უდევს საფუძვლად - ჩვენ გვინდა მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42